Sunday, October 19, 2008


undefined

სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერი სამოთხეა.ეს არის მშვიდი,კეთილმოსურნე, ცოცხალი,მარად მოძრავი და სიხარულის მომგვრელი მდგომარეობა,რომელიც სულს ჩვენსას ეწვევა არა დროებით,როგორც სტუმარი,არამედ იგია მდგომარეობა მუდმივი ,მყარი, ფესვგადგმული,არსებითად განუყრელი .როგორც მაგალითად,სუნთქვა ან გულისცემა.და ვისშიც ეს ძალაა შთანერგილი ,იგი ნეტარებს ღრმა ,აღუშფოთებელი ნეტარებით.დაე თუნდაც მუდმივათ შრომობდეს –ვერც შრომა, ვერც მწუხარებას,ვერც წინააღმდეგობებს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს;რამეთუ თავად სიძნელეები ამ სიყვარულს გზაზე კი არ ამცირებენ,არამედ ამაღლებენ მას,როგორც ქარი კი არ აქრობს,არამედ მეტად და მეტად აძლიერებს და აგიზგიზებს ცეცხლის ალს.